ქუთაისში, გამთენიისას აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად
7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად ბუნებრივი აირის აფეთქება ეგონათ, თუმცა ვარაუდობენ, რომ კორპუსში ბენზინიანი ასაფეთქებელი შეაგდეს.
“სავარაუდოდ გარედან შეადგეს რაღაც. ზოგი ამბობს მევალე იყოო, ზოგმა თქვა შვილიო. ზუსტად არ ვიცით. სავარაუდოდ, კორპუსი დამწვარია ბეზინით და არა გაზით.”- ამბობენ ადგილობრივები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძება 11 პრიმა 19-109 მუხით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ერთი ოჯახის წევრის მიერ, მეორე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
მომხდარის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.