გვიან ღამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ჩხერიმელამ და ლეღვნულამ ხარაგაულის სოფლები დააზარალა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და წაღებულია ხიდები.
ხარაგაულის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს.
ამ დროისთვის სპეც ტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ფოტო: ხარაგაულის მერია