თბილისში, ტექნოპარკში გამართულ ტექნოლოგიური გამოწვევების
კონკურსში გამარჯვება ხონელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს. მათ პირველი ადგილი დაიკავეს. კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მხოლოდ გოგონებისგან შემდგარი გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. გოგონათა გუნდმა Freedom Girls აპლიკაცია შექმნა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
გოგონები ხონის ჩხენკელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. გუნდის წევრები: დეა კუჭავა, ნინი ჩხენკელი და ნინი ჩარგეიშვილი მე-8 კლასში სწავლობენ.
მოსწავლეებმა შეისწავლეს კოდირება, დიზაინი, აპლიკაციის შექმნა. ისინი ივნისის თვეში საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ფოტო: ხონის მერია