საჩხერეში ციხე-სიმაგრე “მოდინახეს” სარეაბილიტაციო
სამუშაოების მომდევნო ეტაპი მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი ,,ქართუ” აფინანსებს. პროექტი სამწლიანია და ციხის ყველა ქონგურისა და ზოგადად, ძველი იერსახის აღდგენას ითვალისწინებს.
რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა “მოდინახეს” საავტომობილო გზას. პროექტის ფარგლებში დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო გარე განათება, საყრდენი კედლები და დამცავი ბადეები.