კაფე “სავანესა” და ქუთაისის მერიის საქმესთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო
სასამრთლოში პროცესი გაიმართება. სასამრთლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.
კაფე “სავანეს” მეპატრონეების ბრალდებებს, ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ უპასუხა. როგორც იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, 23 წლის წინ ტურაბელიძეებმა მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს, რომელიც მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო.