ჭიათურის სამთო – გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა,
აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. განცხადებას “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, გურჯიძემ გადაწყვეტილება ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.
“ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია,”-აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა ჭიათურაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაღაროელები ხელფასების 50 %-ით ზრდას ითხოვენ. დღეს გაფიცულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე