ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იწყებს.
SkyUp-ი ქუთაისიდან ფრენებს 4 ივნისიდან შეასრულებს. ფრენები ქუთაისი – ხარკოვისა და ქუთაისი – ოდესის მიმართულებით განხორციელდება. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
მოგზაურებს დაბალბიუჯეტიან მომსახურებას რეგიონში მხოლოდ ქუთაისის აეროპორტი სთავაზობს.
ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. დასრულების შემდეგ აეროპორტს ექნება 7 გასასვლელი, საათში კი 1000 – 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე