“სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა თეთრი ხიდი დაასუფთავეს. ქუთაისის
ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” ქალაქში ხიდებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას პერიოდულად ახორციელებს.
“გუშინ თეთრი ხიდი დავასუფთავეთ. ჩვენს მიერ პერიოდულად ხდება ხიდების, გზების გადარეცხვა. ასევე ხიდების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სუფთა გარემო იყოს ჩვენს ქალაქში. ჩვენი თხოვნა იქნება საზოგადოების მიმართ, რომ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შევინარჩუნოთ ქალაქში სიუფთავე”.- განაცხადა ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ.