2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისათვის
ცესკოში 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან არჩევნებს 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება. 7 საერთაშორისო ორგანიზაციიდან კი -47.
არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 5365 წარმომადგენელი.
ასევე, აკრედიტაცია 45 მედია ორგანიზაციის 1917 წარმომადგენელმა მიიღო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე