ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ.
შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტურ რეჟიმზე მომუშავეები სამუშაო პირობებისა და კვების გაუმჯობესებას, ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.
“მაღაროელებს გუშინ ღამის შემდეგ არ უმუშავიათ. მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ. მაღაროელებმა წარუდგინეს მათი მოთხოვნები, თუმცა ვერ შეთანხმდნენ,”-განაცხადა ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, გაფიცულებს ,,ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ნიკა ჩიქოვანი შეხვდა.
ფოტო: ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია