აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია გაიხსნა.
მასში მონაწილეობას აწსუ-სა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ. კონფერენცია 15 მაისს გაიხსნა. 16-17 მაისს კი სექციური მუშაობაა დაგეგმილი.
“წელს საიუბილეო თარიღი გვაქვს. 70 წელი გავიდა პირველი სტუდენტური რესპუბლიკური კონფერენციიდან. კონფერენციის ბოლოს, დავაჯილდოვებთ წარმატებულ მომხსენებლებს,”- განაცხადა აწსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა კობახიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობას 350-მდე სტუდენტი იღებს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე