კარვები, ჰამაკები, სალაშქრო აღჭურვილობა- ქუთაისის მოგზაურთა
კლუბი “ყველა-ფერი” “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნას შეუერთდა. დამთავლიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ლაშქრობის სპეციფიკას გაცნობოდა და სამახსოვრო ფოტოები გადაეღო.
“დღეს დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა, ზოგადად ქუთაისში ლაშქრობის მიმართულება უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე სხვა ქალაქებში. გვინდა, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს და დაინტერესდეს ამ აქტივობებით,”-ამბობს კლუბის წარმომადგენელი, კახა სვანიძე.
ქუთაისის მოგზაურთა ჯგუფი “ყველა-ფერი” ტურებს საქართველოს ყველა კუთხეში აწყობს.