ქუთაისში, მარი ბროსეს ქუჩაზე, ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლის სხვენში ცეცხლი გაჩნდა.
ხანძრის ლიკვიდირება მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს.
“მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მოქმედების შედეგად, ხანძარმა მხოლოდ 5 მ2 ფართობი დააზიანა,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე