ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ფორუმი გაიმართა.
მასში მონაწილეობა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. მხარეებმა ფორუმზე საკუთარი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.
“ფორუმის მიზანია დონორთა და პოტენციურ დამფინანსებელთა დაკავშირება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ფორუმი საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს წარადგინონ საკუთარი თავი და დასახონ სამომავლო ხედვები თუ მიზნები,”-განაცხადა “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ხუხუამ.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში.