ქუთაისში კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვეციის შესახებ ისაუბრეს.
კლიმატის ცვლილება ეხება ყველას, თუმცა ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
“კლიმატი იცვლება, ეს ეხება ყველას. შესაბამისად, ეს საყოველთაო პრობლემაა. ეს ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოგვარდეს და არ შეიძლება ცალკეულმა ჯგუფებმა შეძლონ მხოლოდ ამის გადაწყვეტა”,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამმართველოს წარმომადგენელმა კახაბერ მდივანმა.
კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილების შეჩერება კახაბერ მდივანი ამბობს, რომ ღონისძიებები ყველა მიმართულებით უნდა გატარდეს, მათ შორის სატრანსპორტო ქსელის მოწესრიგების კუთხით და ნარჩენების გადამუშავების მიმართულებით.
“კონკრეტულად მოსახლეობისათვის ეს ნიშნავს უფრო მეტად სუფთა ენერგიის მიწოდებას. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას ქვეყანაში, სამრეწველო პროცესების ახალ ტექნოლოგიებზე გადაყვანას, სოფლის მეურნეობის განვითარებას ისე, რომ ის პესტიციდები და ქიმიკატების რაც გამოიყენება იყოს უფრო მდგრადად გამოყენებული. იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ფერმერისათვის და წახალისდეს ენერგოეფექტური ღონისძიებები. ნარჩენების მართვა იყოს უფრო მდგრადი. ნაკლები ნარჩენი წარმოვქმნათ და გადავამუშავოთ.”- განაცხადა კახაბერ მდივანმა.