ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა.
შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა. სკოლის დირექტორის თქმით, ადგილზე არავინ დაშავებულა.
მოგვიანებით ქუთაისის რესურს ცენტრში განგვიცხადეს, რომ ადგილზე მივიდნენ და ამ დროისათვის ტერიტორია გასუფთავებულია, მომხდართან დაკავშირებით კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქმის კურსშია.
“სამწუხარო ფაქტი მოხდა. სასწავლო პროცესის დროს 4 ფილა ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა. მოწესრიგდა ადგილი. სკოლა გარემონტებული იყო და არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც მისი ჩაბარების შემდგომ. ალბათ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა,”-განაცხადა ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.
მეორე სკოლაში ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. 2016 წელს რეაბილიტაცია მეორე საჯარო სკოლაში მხოლოდ მე-2 სართულს ჩაუტარდა, რაზეც 400 000 ლარი დაიხარჯა. 2017 წელს კი რეაბილიტაცია სასწავლო დაწესებულების პირველ სართულზე დაიწყო. რისთვისაც 700 000 ლარი გამოიყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე/ არქივი