ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ლიდერთა შორისაა.
ინფორმაციას აეროპორტი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან. აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მიმდინარე წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისი მეორე ადგილს იკავებს (112.2 %-იანი ზრდა 2018 წლის იანვართან შედარებით).
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საკვანძო მნიშვნელობა აქვს. 300 კმ. რადიუსით უკავშირდება თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს.
აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის სანავიგაციო და მეტეოროლოგიური სისტემებით, გააჩნია 2,500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.