დღეიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების რეალიზაცია აიკრძალა.

 

რეგულირების წესის დარღვევა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა გაორმაგდება.

როგორც აღმოჩნდა, ახალ რეგულაციებს ქუთაისში არსებული სუპერმარკეტები მომზადებული ვერ შეხვდნენ. ქალაქში არსებულ რამდენიმე ობიექტზე მოქალაქეებს ან საკუთარი პოლიეთილენის პარკი უნდა მიეტანათ ან შეძენილი პროდუქცია მაღაზიიდან შეფუთვის გარეშე უნდა გაეტანათ.

ერთ-ერთი სუპერმარკეტში დასაქმებულები აცხადებდნენ, რომ ადგილზე ამ ეტაპზე პოლიეთილენის პარკის შემცვლელი არ აქვთ და მომხმარებელს პროდუქციის ხელით წაღება უწევს. მათივე თქმით, ადმინისტრაცია პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

მოქალაქეები ახალ რეგულაციაზე:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *