პირველი აპრილიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს კიდევ ერთი ფუნქციის შეთავსება მოუწევთ.
2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის №472 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების გამოყენებას კრძალავს.
ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.
დადგენილების თანახმად, პარკების წარმოებას კონტროლს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაუწევს.
იმპორტირებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ხოლო პარკების რეალიზაციას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.