ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა გრძელდება.
დღეს ბრალდების მხარის მოწმე გამომძიებელი ზაზა კაპანაძე დაიკითხა. კაპანაძემ ავტოავარიის შემდეგ ადგილზე არსებულ სიტუაციასა მოწმეების დაკითხვაზე ისაუბრა.
“მერაბ კვირიკაშვილის დაკითხვა შემთხვევის დღეს არ მომხდარა, ის მეორე დღეს დაიკითხა. საპატრულო ეკიპაჟის კამერების ჩანაწერების ამოღების შედეგად, პირველადი გამოძებითა და მოწმეების ჩვენებით, არ დადასტურდა საქმეში მესამე, ღია ფერის ავტომობილის არსებობა,”-განაცხადა კაპანაძემ.
შემდეგი პროცესი 5 აპრილს ჩაინიშნა.
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.