ზესტაფონში, შპს “ნატახტარი”-ს საწყობის ეზოში კომპანიის კუთვნილი ავტომანქანებიდან
საბურავები, აკუმულატორები და სხვადასხვა დასახელების სათადარიგო ნაწილები მოიპარეს. საქმეზე 1972 წელს დაბადებული ზ. ლ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო: შსს