კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტირდება კაცხის სვეტის გალავანი და ეზო, მოეწყობა სველი წერტილები, აშენდება ტურისტული ცენტრი.
დამონტაჟდება 10 ტონიანი წყლის რეზერვუარი, რაც წლით მოამარაგებს იქ მაცხოვრებელ ბერებსა და ახლომდებარე სოფლის მოსახლეობას.
ფონდის ინფორმაციით, ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე