“1919 წლის 12 მარტს შეკრებილ დამფუძნებელთა კრებაში იმერეთიდან 37 დეპუტატი იყო,”
-ამბობს სულხან კუპრაშვილი, ისტორიკოსი. მან აწსუ-ს ახალ საბიბლიოთეკო კორპუსში, ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია წაიკითხა.
37 ადამიანიდან 25 პიროვნება ქუთაისის მაზრიდან იყო, ხოლო 7 უშუალოდ ქუთაისში დაიბადა. როგორც სულხან კუპრაშვილი ამბობს, ეს ადამიანები მაშინდელი ქუთაისის ცხოვრებაში დიდი როლს თამაშობდნენ. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ამ დეპუტატებიდან რამდენიმე საზღვარგარეთ წავიდა, 2 მათგანი კი დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში დახვრიტეს.
“2016 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არც ერთმა პარტიამ ათეულში ქუთაისში მცხოვრები ადამიანი არ შეიყვანა. აქედან ჩანს პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ. დამოკიდებულება ქუთაისის მიმართ პირველი პარლამენტის დროს უკეთესი იყო, ვიდრე ახლა,”-ამბობს ისტორიკოსი თანამედროვე მოვლენების განხილვისას.
კვირეულის აღნიშვნა აწსუ-ში 12 მარტს დაიწყო.