ქუთაისის ცენტრალურ ბაღში არსებული საპირფარეშო კვლავ მოუწესრიგებელია.
ადგილზე კვლავ ანტისანიტარიაა, რასაც მოქალაქეები აპროტესტებენ. საზოგადოებრივი საპირფარეშოს კარი კვლავ დაკეტილია და მისით სარგებლობა შეუძლებელია.
“მას შემდეგ, რაც გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა, ადგილზე არავინ მოსულა და ყურადღება არავის მოუქცევია. ცენტრალურ ბაღში მოუწესრიგებელი საპირფარეშოს არსებობა სირცხვილია. ზამთარია და ახლა ისეთი სუნია, რომ გამოზაფხულდება რა მდგომარეობა იქნება. უმჯობესია, გააკეთონ და ფასიანი გახადონ. ტურისტები იწყებენ ქალაქში შემოსვლას,”-აცხადებენ მოქალაქეები.
ცენტრალურ ბაღში არსებული სიტუაცია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ გასულ თვეში გააპროტესტა, რის საპასუხოდაც ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ადგილის მოწესრიგება ერთ კვირაში დაიწყებოდა.
ქუთაისის მერიაში საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.