ხარაგაულში, ბორითში მოსახლეობა მიწის ნაკვეთისა და შენობის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებს.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ადგილზე საავადმყოფოს ძველი შენობაა განთავსებული, ხელისუფლებას კი მისი ჩინეთის მოქალაქეებზე გასხვისება სურს.
“ეს შენობა ხალხმა შეინახა. მის დანგრევასა და გაყიდვას ჩვენვე შევუშალეთ ხელი. ჩინელები შემოვიდნენ ამ ტერიტორიაზე და დაიწყეს აზომვა. როგორც აღმოჩნდა, მათ ეს ტერიტორია საცხოვრებლად უნდათ. თვითმმართველობას დავუკავშირით, გვითხრეს, რომ ეს სახელმწიფო ქონებაა და მის გასხვისებას წინ ვერ დაუდგებითო,”-აცხადებს აქციის მონაწილე იაგო გაჩეჩილაძე.
ადგილობრივები მოითხოვენ, რომ თუ შენობა გასხვისდება, ეს მოხდეს ისე, რომ სოფელმა სარგებელი ნახოს. მათივე განმარტებით, ადგილზე მცირე საწარმოს მოწყობა მისაღები იქნებოდა.
ჩინეთის მოქალაქეებზე შენობის გასხვისების შემთხვევაში, ადგილობრივები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.