შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ჭკვიანი
და სათვალთვალო კამერები განათავსა. კამერები უკვე ჩაირთო და ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ-ია.
” მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში. ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან – ქალაქ წყალტუბოში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩამდე. კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).”- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ სულ 4 ჭკვიანი და 2 სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. საჭირო ზომების მიღების მიზნით საინიციატოვო ჯგუფმა საგზაო დეპარტამენტს 16 იანვარს მიმართა. წყალტუბო-ქუთაისის გზაზე ბოლო შემთხვევა 14 იანვარს მოხდა, რა დროსაც სამი ახალგაზრდა დაიღუპა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე