ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით, 02:00 საათისათვის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.