ხონში დამწვარი საახალწლო ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები უამინდობის გამო შეჩერდა.
აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე განმარტებით, სამუშაოები შემთხვევიდან მეორე დღესვე დაიწყო და რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო.
ხონის ცენტრში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი 7 იანვარს, დილის 4 საათზე გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობა გახდა.
ფოტო:ნიუპრესი