ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩისა და გველესიანის ქუჩის მცხოვრებლებმა გზის
საფარის დაუსრულებელი სამუშაოები გააპროტესტეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამუშაოები წვიმიანი ამინდის გამო შეჩერდა, რაც მათ როგორც ავტომობილით, ასევე ფეხით გადაადგილებას უზღუდავს.
აქციას “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია შეუერთდა. წულაიას განცხადებით, ქუჩებზე არსებული მდგომარეობით ქალაქის მერის გადადგომის საფუძველი უკვე არსებობს, რადგან მოქალაქეები პასუხისმგებელ პირს ვერ პოულობენ.