თეთრი ხიდის შესახებ დასკვნას სამხარაულის
ექსპერტიზა დადებს ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით თეთრი ხიდის მდგომარეობას სამხარაულის ექსპერტები შეისწავლიან. მას შემდეგ რაც დასკვნა დაიდება ხიდზე დაზიანებული ნაწილების შესაკეთებლად ტენდერი ისევ გამოცხადდება.
“თეთრი ხიდი რეაბილიტაცისსთვის თავიდან მომზადდა პროექტი, რომელიც კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოიწონა. კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ასრულებდა 200 ათას ლარზე მეტი ჯარიმა დავუწერეთ. 170 ათასი ლარი დავუკავეთ. კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა. 6 ლარიანი ლაქი გადასუვეს ზედ, რაც არ შეიძლებოდა. იანვრისთვის ხიდს ჩაუტარდება ექსპერტიზა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. ექსპერეტიზა დადებს შედეგებს, ხარვეზებს გამოავლენს. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და ხიდი შეკეთდება.”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მერის თქმით, ხიდის შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერის ღირებულება თვდაპირველ თანხაზე მეტი არ იქნება.
თეთრ ხიდზე უკვე მინის ზედაპირიც დაზიანებულია და მასზე გადაადგილება სახიფათოა.