საქართველოს მასშტაბით, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის
აღკვეთის მიზნით, უწყვეტი პრევენციულ ღონისძიებები მიმდინარეობს. მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებენ.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სამართალდამრღვევებს გარდა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო, თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება,”-აცხადებენ უწყებაში.
ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი