ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ30-კმ161 მონაკვეთზე, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზაზე და ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის კმ9-კმ15 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.