ქუთაისი-ვანი სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა.
შემთხვევა დილით მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მიკროავტობუსს წინ ცხენებმა გადაურბინეს, მძღოლმა შემოვლა სცადა და ამ დროს ამოტრიალდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა მუშაობდა.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 მგზავრი დაშავდა. აქედან ერთმა ადგილზე შემოწმების შემდეგ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თავად თქვა. დანარჩენები კი ინგოროყვას და ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი.
“ჩვენი ეკიპაჟი გავიდა დაუყოვნებლივ და სამივე იყო შემთხვევის ადგილზე. პირველადი სამედიცინი დახმარების აღმოჩენისთანავე 7 პაციენტი გადანაწილდა საავადმყოფოებში. სამი პაციენტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო ოთხი – ინგოროყვას კლინიკაში. მათ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებოდათ.”- აცხადებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.