ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობის ნებართვა
მერიამ ორ ქუჩაზე გასცა. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა ფალიაშვილის ქუჩაზე, შპს “ფარის” მიმდებარე ტერიტორიაზე და ჭავჭავძის ქუჩაზე, ავტოსადგურის უკან ტერიტორიებზე იქნება ნებადართული.
მათ ვისაც, გარევაჭრობით სარგებლობა სურს, განაცხადით ბაზრის და სადგურის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.
“მხოლოდ აღნიშულ ტეერიტორებზე აქვთ მსურველებს შესაძლებლობა განათვსონ საახლო ვაჭრობისათვის საკუთარი საქონელი. სხვა ტერიტორიებზე, როგორც ადრე იყო ჭავჭავაძის ქუჩის ცენტრალურ ნაწილში ან საფეხმავლო ბილიკებზე – ეს არ იქნება ნებადართული”.- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
საახალწლო გარევაჭრობა ქუთაისში ნებადართული 14 დეკემბერიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება.
ქუთაისის მერია საახალწლო გარევაჭრობის ნებართვას ყოველ წელს გასცემს.