ქუთაისის აეროპორტის 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, აეროპორტი 47,868 მგზავრს მოემსახურა,
რაც 132% -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 178 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 85 % -ით მეტია.
აეროპორტიდან ავიარეისებს ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” ასრულებს, რომელიც ქუთაისში 2012 წლიდან ოპერირებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელახლა აშენდა 2012 წელს და არის რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას.