პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთათვის” ფარგლებში ქუთასში დისკუსია გაიმართა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ იმსჯელეს. დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის საჭიროებებზე დაუძნებული სერვისების განვითარების მეთოდოლოგიაზე საერთაშორისო და ადგილობრივ პაქტიკაზე მოწვეულმა ექსპერტებმა, იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად იმსჯელეს.
“საკითხები, რომლებსაც ძირითადადა ასეთ შეხვედრებზე სვამენ, პირდაპირ გამომდინარეობს უფლებების კონვენციიდან. მრგვალი მაგიდებიც სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციით გათვალიწინებული ვალდებულებების შესრულებას ეხება. ეს არის ჩართულობის უზრუნველყოფა. თუ როგორ უნდა მონაწილეობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე უნივერსალური, ადაპტირებული გარემოს შექმნა, ხელმისაწვდომობის გაზრდა და ა.შ”.- განაცხადა განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ.
“პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის იყოს ეფექტური სერვისები, რომლებიც ჩვენს რეალურ განვიტარებასა და წინსვლაზე იქნება ორიენტირებული. ეფექტურ სერვისს და ზოგადად პროგრამას ვერ შევიმუშავებთ ზოგადად თუ არ ვიცით მიზნობრივი სეგმენტი და არ გავიაზრეთ ის საჭიროებები, რაც იმ ადამიანთა უკან დგას, ვისთვისაც რაიმე სიკეთის გაკეთება გვინდა.”- განაცხადა თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის 2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთავძემ ისაუბრა.
2019 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებისათვის 25 ათასი ლარია მაოყოფილი. “პროგრამის მიზანია, პროგრამით მოსარგებლე პირთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივითა და თავად შშმ პირთა ჩართულობით ინიცირებული ისეთი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსება, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. ამასთან, წარმოდგენილი პროექტები დაფინანსებისათვის თანადაფინანსებისათვის შეირჩევა კონკურსის წესის შესაბამისად. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე და შშმ პირების მიერ, შემოსავლების გამომუშავებაზე ორიენტირებულ პროექტებს.” – წერია დოკუმენტის პროექტში.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობისათვის კი 18 ათასი ლარია განკუთვნილი.
“პროგრამის მიზანია, ქალაქ ქუთაისში მოქმედი 18 წლამდე და 18 წლის ზემოთ ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებზე და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობა,დაფინანსება/თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, ყოველთვიურად წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებისა და ქვითრების შესაბამისად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე.”- წერია დოკუმენტში.
ევროკავშირის პროექტი “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის” განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება.