საახალწლო ნობათს ქუთაისში 2 ათასი
ბენეფიციარი მიიღებს. ქუთაისის მერიამ ნობათის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. გაყინული ქათამი, შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი,კვერცხი,პურის ფქვილი – ამ პროდუქტების შესაძენად 60 ათასი ლარია განკუთვნილი.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველოს სურსათის 2000 პაკეტად დალაგება და დარიგება.ნობათში მოთავსებული პროდუქტების ვარგისიანობის ვადა მიწოდების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 20 კალენდარული დღით.
პროდუქტი ბენეფიციარებს 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაურიგდეს.
სატენდერო წინადადებების მიღება 27 ნოემბერს იწყება და 29 ნოემბერს მთავრდება.