შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები.
მათივე განმარტებით, მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
• 2016 წელს მოკლული იქნა 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 – სხვა პირის მიერ;
• 2017 წელს მოკლული იქნა 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 – სხვა პირის მიერ;
• 2018 წლის 10 თვეში მოკლული იქნა 11 ქალი, რომელთაგან 5 მოკლული იქნა ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 6 – სხვა პირის მიერ;
2018 წელს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი 5 მკვლელობიდან:
• 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა;
• 1 შემთხვევაში დამ – და;
• 1 შემთხვევაში ძმამ – და;
• 1 შემთხვევაში მამინაცვალმა – გერი;
• 1 შემთხვევაში მოხდა იმ პირის მკვლელობა, რომელთანაც დანაშაულის ჩამდენი პირი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა;
2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობიდან – 1 ფაქტი ჩადენილია პარტნიორის მიერ.
2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.