ხარაგაულში, საქასრიის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დაიწვა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.
დამწვარია 1500 კვ.მ. ფართობი.
ადგილზე მობილიზებული არიან 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.