ქუთაისში, მონპლეზირის თაღის მიმდებარედ მიუსაფარ ბავშვთა თემატიკაზე კედელი კვლავ მოიხატა.
ნამუშევარი “ვორლდ ვიჟენის” კამპანიის “ეს არ არის ჩემი არჩევანი”-ს ფარგლებში ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით შეიქმნა.
“ახალი ნახატი “ვორლდ ვიჟენისა” და მერიის დახმარებით კეთდება. ნამუშევარი ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს ეხება. თემატიკიდან გამომდინარე შევარჩიე ეს კონცეფცია, რომელიც არის რეალობა და იმოქმედებდა საზოგადოებაზე. ყველა ბავშვს, მიუხედავად იმისა, ჰყავს თუ არა მშობლები და აქვს თუ არა საცხოვრებელი, უნდა ჰქონდეს სწავლის, სითბოსა და სიყვარულის უფლება,”-განაცხადა მხატვარმა მუსა ქებურიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან მიუსაფარი ბავშვების თემაზე შექმნილი ნამუშევრები გადაღებეს. მათი ადგილი, დედა ენის თემატიკაზე, კონკურსის შედეგად შერჩეულმა ნახატებმა დაიკავა.