წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4
სოფელში, ზედა და ქვედა მესხეთში, მუხიანსა და ბროწეულას დასახლებაში, ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს.
,,ზედა და ქვედა მესხეთში, მუხიანსა და ბროწეულას დასახლებაში მცხოვრები 1300-ზე მეტი ოჯახისთვის უახლოს მომავალში ბუნებრივი აირი ხელმისაწვდომი იქნება, ადგილობრივი თვითმმართველობა აკეთებს ყველაფერს, რათა სოფლების გაზიფიცირების პროცესი გახდეს შეუქცევადი და ყველა პროექტი განხორცილედეს ვადების დაცვით” – განაცხადა წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა.