ხონის ცენტრალურ ბაღში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 11 წლის წინ
მომხდარი მოვლენები გაიხსენეს და შეაფასეს.
“გული მწყდება, რომ დღეს თბილისში დგომას ვერ ვახერხებ. ის, რაც 11 წლის წინ მოხდა, ცივილიზებულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. მინდა მომავალმა თაობამ დაინახოს, რა იყო სწორი და არასწორი. საქართველოში შვიდი ნოემბერი აღარ უნდა განმეორდეს,”-განაცხადა აქციის მონაწილე მურმან ბახტაძემ.
“მე მინდა ხელისუფლებამ ხალხის თხოვნა შეასრულოს. მეცოდება ჩემი სამშობლო და მშრომელი ქართველი ხალხი. არ მინდა ძველი რეჟიმის დაბრუნება. ახლა სხვა გზა არ გვაქვს, არ უნდა დაბრუნდეს ძველი რეჟიმი,”-განაცხადა აქციის მონაწილე მერი ბარაბაძემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია “იმედში” – სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.