გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება
შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია შესაძლებელი, ხოლო 5, 6 და 8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება.