ლარმა დოლართან მიმართებით 2018 წლის გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7203 ლარი გახდა, რაც წლის რეკორდული კურსია. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მიმდინარე წლის აგვისტოდან უფასურდება. შესაბამისად, 10 აგვისტოდან დღემდე, ეროვნული ვალუტა 25 თეთრით არის გაუფასურებული.
რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, რას ფიქრობენ მოქალაქეები ქუთაისში და ელოდებიან თუ არა ლარის კვლავ გაუფასურებას. დეტალები მოისმინეთ გამოკითხვაში.