ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩის მოსაწერსიგებლად
მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ასათიანის ქუჩაზე, ღვარსადენისა და ტროტუარის მოსაწყობად მილიონ 583 ათას 20 ლარია გათვალიწინებული.
ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები წლებია მიმდინარებობს. უხვი ნალექისდროს აღმაშენებლის გამზირიდან მომდინარე წყალი მიედინება ასათიანის ქუჩაზე და იწვევს ქუჩაზე არსებული კერძო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დატბორვას. ქუჩაზე, დაზიანებულია ტროტუარები, რაც აფერხებს ქვეითთა გადაადგილებას.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარულ დღეში. სატენდერო წინადადებების მიღება 11 ნოემბერს იწყება და 16 ნომბერს მთავრდება.
შეგახსენებთ, რომ ლადო ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები 2015 წელის შემდეგ მიმდინარეობს. იმის გამო, რომ შესრულებული სამუშაოები ხარისხიანი არ იყო, თურქული კომპანიის “SMK” საქმიანობა არაერთხელ გახდა პროტესტის საგანი.
ქუჩაზე სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.
ფოტო: არქივი