გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. 26-27 ოქტომბერს კი მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.