აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ბიოლოგიური მტრის შესწავლა გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ აღმოჩენილია კიდევ ერთი მწერი – ტრიხოლკუსის გვარის, მწერი საქართველოში გავრცელებული სახეობაა, ის ბაღლინჯოს კვერცხს აპარაზიტებს.
ზურაბ ლიპარტიას თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, თუმცა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ლაბორატორიაში იკვლევენ, რამდენად შესაძლებელია მწერის ხელოვნურად გამრავლება და ამისთვის შესაბამისი ლაბორატორიული აპარატურაც უკვე შეიძინეს.
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.