“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევა
საწარმოს ტერიტორიაზე გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მძღოლის ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო და დაღმართზე ჩამოსვლისას მუხრუჭები გაუფუჭდა.”- ამის შესახებ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ დარღვევებთან დაკავშირებით მათ კომპანიას, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს მიმარტეს, თუმცა მათი რეკომდენაციების გათვალიწინება არ მოხდა. პროფკავშირები შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის ობიექტურ გამოძიებას სთხოს.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საწარმოს ტერიტორიაზე გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მძღოლის ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო და დაღმართზე ჩამოსვლისას მუხრუჭები გაუფუჭდა.
მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო შემთხვევა მოხდა საწარმოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო არა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, არამედ 276-ე მუხლით ანუ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ არაერთხელ შეისწავლა ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეს მშენებარე სარკინიგზო გვირაბში შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოებათან დაკავშირებული მდგომარეობა, რა დროსაც სხვა დარღვევებთან ერთად მიუთითებდა, რომ სატვირთო მანქანები იყო ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში და არ ჰქონდათ გამართული სამუხრუჭე სისტემა, რაც კომპანიამ არ გამოასწორა.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორი კვალიფიკაციით, ობიექტურად, სრულყოფილად და ეფექტურად აწარმოოს გამოძიება. ასევე მივმართავთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შეისწავლოს მომხდარი შემთხვევა და კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.” – წერია განცხადებაში.
ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესში მომხდარ საწარმოო შემთხვევისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 55 წლის ტვირთამწის მძღოლი კობა მაღრაძე გარდაიცვალა.