თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის კლუბების მუშაობის
გაცნობა, გამოფენები, ხალხური სიმღერები, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთის გაცნობა, ხალხური თამაშობები- თერჯოლაში “შემოდგომის ზეიმი” ჩატარდა.
“მიზანი იმ მრავალფეროვანი ღონისძიებებისა, რომლებიც იმართება მერიის ინიციატივით, ერთია-გააღრმავოს პატრიოტული გრძნობა მომავალ თაობაში, რათა უფრო მეტად შეუყვარდეთ საკუთარი მხარე. სადაც არ უნდა წავიდნენ, ამ სიყვარულმა უნდა დააბრუნოს მშობლიურ სოფელში, არ დაივიწყონ ვისი გორისანი არიან, არ გააცივონ მშობლიური კერა. სოფლის სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყნის სიძლიერე. ძლიერ სოფელს კი თქვენ ქმნით ახალგაზრდებო, რომლებსაც სამშობლოს სიყვარული ბავშვობიდანვე გაქვთ შესისხლხორცებული,”-განაცხადა თერჯოლის მერის მოადგილემ, მანუჩარ ფანჩულიძემ.