ქუთაისში, ცენტრალურ ტერიტორიაზე მოსახლეობა დაზიანებული ფილების არსებობას უჩივის.
როგორც მოქალაქეები ამბობენ, ქვაფენილის დაზიანება ერთი შეხედვით შეუმჩნეველია, ფილები ნაწილობრივაა ამოყრილი, თუმცა, გადაადგილებისას მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ.
“სამი ქალი მყავს ხელით დაჭერილი. აქ რომ წამოკრავს ადამიანი ფეხს მე ხელით ვიჭერ. ფილები ყველგან დაზიანებულია და ყველგან მსგავსი მდგომარეობაა,”-ამბობს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი.